ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადა 26 ნოემბერს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადა 26 ნოემბერს იწურება.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, ამისათვის მსურველებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრიდან დაიწყო და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მასში მონაწილეობას X -XII კლასების მოსწავლეები იღებენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ თითოეულ საგანში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად. პირველი ტურის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სამივე ტურს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს