ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - RT ერთზე დაბალია. მინისტრის განმარტებით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია აცრა.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ვიანიდან, როგორც საქართველოს ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ სწორედ ამ ასაკში არის მაღალი მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაცის, რეანიმაციაში განთავსების და ლეტალობის მხრივ. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეებში აცრილების რაოდენობა 90%-ზე მეტი აქვთ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საქართველოც უნდა დარჩეს თავის თავდაპირველ გეზზე, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 60 წელს ზევით მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ავცრათ.

სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე არის. თუმცა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - RT ერთზე დაბალია, კონკრეტულად დღეს - 0,91 არის, რაც დამაიმედებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაწეული იყოს იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ და ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის 90%“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა