ანა ნაცვლიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს - ჯერ იყავით დარაჯი, მერე კურიერი, შეხვედით სისტემაში და სურვილი გაქვთ მოსამართლის მანტია მოისხათ, მაგრამ ჩამოჰკრავს 12:00 საათი და ვხედავთ, რომ არ არის ვითარება ისე ლამაზი, როგორც ფურცელზე წერია

როგორ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, როდესაც თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არ არის ლეგიტიმური? დღეს აქ გასაუბრებები არ უნდა მიმდინარეობდეს იმიტომ, რომ ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თქვა, რომ მანამ, სანამ არ გატარდება ინკლუზიური სასამართლო რეფორმა, სასამართლოში დანიშვნები არალეგიტიმურია, არასწორია, არღვევს კონსტიტუციურ სულისკვეთებას და არღვევს სასამართლოს მიმართ ნდობას, - ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძეს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა მაკარიძეს მიმართა, რომ ამდენ ფარსში მონაწილეობის მერე როგორ უნდა დაიჯეროს მისი, როგორც მოსამართლის, რომ „უსამართლობის წინააღმდეგ მახვილს იშიშვლებს“.

„გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას და ნამდვილად საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. თქვენგან გამოვიდოდა იდეალური როლური მოდელი, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც აქვს ოცნება გახდეს იურისტი, ჯერ დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რაც სათაკილო ნამდვილად არაა, შემდეგ იყავით დარაჯი, შემდეგ სასამართლოს კურიერი, შეხვედით სასამართლო სისტემაში, როგორც მოსამართლე და ახლა გაქვთ სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია მოისხათ. თუ რაიმე ტიპის მაგალითები სჭირდებათ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ მუდმივად სხვაგან წასვლისკენ არ ჰქონდეთ თვალი და ყური, ასეთი როლური მოდელები დასჭირდებოდათ, მაგრამ ჩამოჰკრავს თორმეტი და ვხედავთ, რომ არ არის მთლად ისე ლამაზად ვითარება, როგორც ფურცელზე ჩანს. რას ვგულისხმობ - თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არის არალეგიტიმური. მე უნდა გამოგიცხადოთ ნდობა მოსამართლის მანტიის მოსასხმელად უვადოთ უზენაეს სასამართლოში. როგორ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, როდესაც თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არ არის ლეგიტიმური? დღეს აქ გასაუბრებები არ უნდა მიმდინარეობდეს იმიტომ, რომ ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თქვა, რომ მანამ, სანამ არ გატარდება ინკლუზიური სასამართლო რეფორმა, სასამართლოში დანიშვნები არალეგიტიმურია, არასწორია, არღვევს კონსტიტუციურ სულისკვეთებას და არღვევს სასამართლოს მიმართ ნდობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა: “ახლა ჩვენ რა პროცესშიც ვმონაწილეობთ, ეს არის მიტაცებული პროცესი“.

„სხდომა გაიხსნა რეალობის გაყალბებით, ბატონო ანრი, როდესაც დაასახელეთ მონაწილე აქტორები, ასევე უნდა დაასახელოთ ის ოპოზიციური აქტორები, ვინც ამ პროცესს ნდობას არ უცხადებს, ასევე ეს არის სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი. ის ნაწილიც კი, რომლებიც პროცესში მონაწილეობს, პროცესს ნდობას არ უცხადებს, მაგრამ ტაქტიკურად თვლის პროცესში მონაწილეობას საჭიროდ. როგორ დავიჯერო ახლა მე, რომ თქვენ როდესაც ამ სიყალბეს არ იმჩნევთ, თქვენთან რომ გასაცოდავებული ადამიანი მოვა სამართლის საპოვნელად, იქ სიმართლეს დაინახავთ და გეყოფათ გამბედაობა სიმართლის სათქმელად? თქვით, რომ ზეწოლა არ ყოფილა, ჩემთვის არავის არასდროს დაურეკავსო, გეტყვით, რომ აქ სისტემა ისეა საათივით აწყობილი, არავის დასჭირდება თქვენზე ზეწოლა. ამ სისტემაში სანამ ადამიანებს შეუშვებენ, კარგად ტესტავენ მათ, სადმე უნდობლობის ეჭვი ხომ არ გაჩნდება?! თქვენ უკვე კარგად იქნებით შემოწმებული, იმ პოზიციისთვისაც შემოწმებული ხართ, სადაც ბრძანდებით. თქვენს ბიოგრაფიაშიც არის ერთი საინტერესო დავა, რომლის გადაწყვეტასაც დამსაქმებლის სასარგებლოდ და მოხელის უფლებების არდაცვის ხარჯზე მოხდა თქვენი დაწინაურება ქუთაისიდან თბილისის სასამართლოში და ეს დავა ძალიან სწრაფად გადაწყვიტეთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და მაკარიძეს მიმართა:

„თქვით, რომ არ ვიცი „კლანი“ რა არისო და გეტყვით რა არის! როგორ მუშაობს იცით, ეს სისტემა? - მოსამართლეთა კონფერენცია ანუ თქვენნაირი მოსამართლეები აირჩევთ იუსტიციის საბჭოს წევრებს, ხოლო შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრები წარმოგადგენენ თქვენ კანდიდატებად, თუ რამეს დააშავებთ სანქციას არ გამოიყენებს, ხოლო თუ ხმის გაღებას გაბედავთ, სახლში წაგაბრძანებენ. ასე მუშაობს „კლანი“! - განაცხადა ნაცვლიშვილმა, რასაც მოსამართლეობის კანდიდატის უკმაყოფილება მოჰყვა და პასუხის გაცემის უფლება ითხოვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კი ნაცვლიშვილს მიმართა, რომ ის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრების წასამართად არის და კანდიდატს კითხვები უნდა დაუსვას.

„10 წუთია შეკითხვას ვისმენთ, რომელიც არ დასრულებულა“, - უთხრა ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.

„თქვენს ბიოგრაფიაში არის სტრასბურგში რომ ბრძანდებოდით. ასევე მაღალფარდოვნად საუბრობდით, რომ საერთაშორისო კონვენციებზე მიუთითებთ, ესეც კარგია! ე.ი. დასავლეთი ზოგადად მოგწონთ და არ ხართ დასავლეთის მტერი, მაგრამ სად არის თქვენი ხმა ამოღებული იმ უსამარცხვინოესი განცხადების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა? რომ ევროპა ჩვენს საქმეებში ერევაო?! სტრასბურგში რომ წაბრძანდით, მაშინაც ფიქრობდით, რომ თქვენს საქმეებში ერეოდნენ? ამდენ ფარსში მონაწილეობის მერე როგორ უნდა დავიჯერო, რომ თქვენ უსამართლობის წინააღმდეგ მახვილს იშიშვლებთ?!“ - მიმართა ნაცვლიშვილმა მაკარიძეს.

ნაცვლიშვილის ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა: „ხალხი აღარ გისმენთ! ღელავთ და დამშვიდდით, ქალბატონო ანა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს