მიხეილ სააკაშვილი - გთხოვთ, 29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე შეიკრიბოთ სასამართლოსთან - ასევე, უნდა მოვამზადოთ საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საკუთარ მიმართვაში წერს.

ამასთან, სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში „საერთო ეროვნული აქციის“ გამართვისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას, ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო