პაატა იმნაძე - საქართველოში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს - ჩემი აზრით, შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირს კოვიდ 19 აღარ დაემართება.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, - განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც კორონავირუსგადატანილი ადამიანები ერთიან მონაცემთა ბაზაში არ არიან.

„ჩვენი ბოლო გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 55% არის იმ ადამიანების, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი აქვს, ეს არის როგორც ვირუსგადატანილები, ასევე აცრილები. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ არიან ბაზებში“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს