აკაკი ბობოხიძე - პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად სააკაშვილის თემა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი

კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა, კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რომლის მიხედვითაც, „უმჯობესი იქნება თუ საინიციატივო ჯგუფი მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს, ხოლო საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ წარმოიდგენს“.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი.

„ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო