საქართველოსა და კორეას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ჩონგ სუ პარკი (Chong Soo Park) ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების და ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის მიმართულებებზე გამახვილდა.

„საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, რომელთა განხორციელებისთვის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 90 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ქართული პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონგ სუ პარკმა ქართულ მხარეს კორეის ახალი ჩრდილოეთ პოლიტიკის და მწვანე შეთანხმების პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და სამომავლო პროექტებს.

„მომავალ წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წელი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა ჩონგ სუ პარკი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ