რომან გოცირიძე - გახარიას პარტიის წინადადება დიალოგის შესაძლებლობას წარმოშობს და „ნაციონალური მოძრაობა“ „კონსულტაციების მაგიდასთან დაჯდება“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის შეთავაზება, რომ საკრებულოების თავმჯდომარეები მაინცდამაინც მათი პარტიიდან იყოს, არასწორია, თუმცა სწორია ინიციატივა იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე საუბარი დაიწყონ.

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გახარიას პარტიის წინადადება დიალოგის შესაძლებლობას წარმოშობს და „ნაციონალური მოძრაობა“ „კონსულტაციების მაგიდასთან დაჯდება“.

„როდესაც არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს კონტროლის მოპოვებას წარმომადგენლობით ორგანოზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ბიუჯეტის დამტკიცება, საკრებულოს თავმჯდომარის დამტკიცება და ბევრი სხვა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა. ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ ცხოვრების ნორმალური, ცივილიზებული ფორმა არის დიალოგი, შეთანხმებები და არა ვაჭრობა, როგორც უწოდებს ხოლმე „ქართული ოცნება“ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართული უნდა იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული მუშაობისთვის. თუ პროცესი ჩიხში შედის, ესეც არ არის დიდი უბედურება. წელიწადნახევარში სამჯერ ჩატარდა ისრაელში საპარლამენტო არჩევნები. რომელიღაც საკრებულოს არჩევნები თუ თავიდან ჩატარდება, არც ესაა დიდი პრობლემა, ესეც დემოკრატიის ნაწილია. ინიციატივა იმის შესახებ, რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ, სწორია, მაგრამ შეთავაზება, რომ მაინცდამაინც თვითონ იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები იქ, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვთ, არ არის სწორი. თუმცა, შეიძლება კონსენსუსის მიღწევა. ამიტომ, თავისთავად, ეს ინიციატივა წარმოშობს დიალოგის შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს, რომ საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებს მათი გუნდის წევრები დაიკავებენ, გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სამიზნე გახარიას პარტიის წევრები არიან და ეცდებიან, რომ გადაიბირონ.

„როდესაც ამბობენ, რომ საკრებულოებში დააყენებენ კანდიდატურებს იქ, სადაც უმრავლესობა არ აქვთ, ეს არის მცდელობა, რომ კვლავ ზეწოლა მოახდინონ სხვა პარტიების საკრებულოების წევრებზე. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იგულისხმება. იციან, რომ ეს შეუძლებელია. გახარიას პარტიის წევრები სულ ახალი გამოსული არიან „ოცნებიდან“ და ძველი ახლობლობა თუ ნაცნობობა აქვთ. მშვენიერ ადგილებს შესთავაზებენ და რამე თბილ ადგილს მოუძებნიან. პირდაპირი ადრესატები არიან „ქართული ოცნებიდან“ გასული საკრებულოს წევრები. ეს ნიშნავს - ელოდეთ ან ფულს, ან მათრახს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რადგან დღემდე არ დაუტოვებიათ ეს პარტია, ახლაც მტკიცედ იქნებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავსხდებით კონსულტაციების მაგიდაზე“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა