მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, თუკი პროცესზე სააკაშვილი მოსამართლეებზე გავლენას აღიარებდა, „საუბარს შეაწყვეტინებდა“

“დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძისგან დაინტერესდა თუ რა ემოცია და რეაქცია ექნებოდა მიხეილ სააკაშვილისგან სასამართლო პროცესზე მოესმინა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს მოსამართლეები გადაწყვეტილებებს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისა და იუსტიციის მინისტრის გავლით ათანხმებდნენ.

როგორც გენადი მაკარიძემ უპასუხა, ის სასამართლო პროცესზე მსგავსი განცხადების წარმოთქმისას მხარეს გამოსვლას შეაწყვეტინებდა.

„თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი როცა მივა პროცესზე, 29-ში ხომ არის ჩანიშნული და რომ თქვას, მინდა ვისაუბრო სიმართლე, ჩვენი სასამართლოს შესახებ, როგორ შეიქმნა ჩვენი სასამართლო სისტემაო და თქვას ასეთი რამ: მინდა გითხრათ ჩვენი სასამართლო სისტემა 2012 წლამდე როგორ მუშაობდა, სტრუქტურა იყო ასეთი - მოსამართლე მიდიოდა თავმჯდომარესთან, მასთან ათანხმებდა გადაწყვეტილებას, თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან, ის ზურაბ ადეიშვილთან და ზურაბ ადეიშვილი კი ჩემთანო. ასე მუშაობდა ეს ჩვენი სასამართლო სისტემაო. მიხეილ სააკაშვილმა რომ ეს პროცესზე თქვას, თქვენ რაიმე პრობლემას ან შინაგან დისკომფორტს შეგიქმნით ეს განცხადება? დაეთანხმებით? არ დაეთანხმებით? იტყვით რომ ეს არის სისულელე და ეს ჩვენთან არ ხდებოდაო? ასევე, ეთანხმებით თუ არა გიორგი ვოლსკის განცხადებას, რომ 2012 წლამდე სასამართლო მიწასთან გასწორებული იყოო?“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

როგორც მაკარიძემ წიქარიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, ის პროცესზე დამსწრე მხარისგან იმ პოზიციის დაფიქსირებას არ უშვებს, რომელიც საქმის განხილვას არ შეესაბამება.

“მე ვარ მოქმედი მოსამართლე და როდესაც იმ თემაზე არის საუბარი, რომელიც საქმის განხილვას არ შეესაბამება, როგორც ვიქცევი? ვაწყვეტინებ მხარეს. რაც შეეხება გიორგი ვოლსკის განცხადებას, მე 2012 წლამდეც ვიყავი სასამართლოში, არ ვიყავი მოსამართლე, მაგრამ ვიყავი კანცელარიაში, არქივში ვმუშაობდი, სხდომის მდივნად. ასეთ შეფასებას ვერ მივიღებ,“- განაცხადა მაკარიძემ.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ