შალვა ალავერდაშვილი - თუ სასტუმრო „მწვანეა“ და სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მისაღები და სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთან, ალავერდაშვილის განცხადებით, „მწვანე სტატუსის“ მქონე სასტუმროებისთვის საახალწლო ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია. „რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და შრომის ინსპექციასთან. „მწვანე პასპორტის“ შემოტანასთან ერთად გვინდოდა ჩვენც მიგვეღო ბენეფიტი აქედან, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გავაჟღერეთ და გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მისაღები. ამასთან ერთად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი წლის პერიოდის დაგეგმარება, რაზეც თანხმობა მივიღეთ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თუ სასტუმრო „მწვანეა“ და თუ სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აცრილი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება, ამიტომ ეს არის ძირითადი და მთავარი.

30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ისრაელში და არაბეთის ქვეყნებში არის დღესასწაულები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი 6-7 დღით საკმაოდ გაივსება, რაც კარგი და შვების მომგვრელი იქნება ჩვენი სექტორისთვის, რადგან იმ სასტუმროებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებზე არიან დამოკიდებული, ნოემბერი ყველაზე დაბალშემოსავლიან თვედ ითვლება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით გაზაფხულზე მაინც შეიცვლება რამე. როგორც კი აფთიაქში გაჩნდება კორონავირუსის წამალი აბის სახით, დარწმუნებული ვართ, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდებით“, - განაცხადა ალავერდაშვილმა "მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა