ანრი ოხანაშვილი - ცალსახაა შიდა დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში", ალბათ, მალე ვიხილავთ, რომ ფორმალური თავმჯდომარე ვინც ჰყავთ, გადააყენებენ ან ის იქნება რადიკალური ქმედებების მონაწილე

უკვე ცალსახაა შიდა დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში", ლოგიკური გაგრძელება იქნება და ალბათ, ­მალე ვიხილავთ, რომ ფორმალური თავმჯდომარე ვინც ჰყავთ, გადააყენებენ ან ის იქნება მონაწილე რადიკალური ქმედებების,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ახალ წერილს გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნასა და 29 ნოემბერს ჩანიშნული პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქციის გამართვის თაობაზე საუბრობს.

ოხანაშვილის განცხადებით, თუ ვინმე გასცდება კანონს, კანონი გასცემს მათ პასუხს და ამის აღკვეთა მოხდება. მისივე თქმით, არავის ექნება შესაძლებლობა დესტრუქციაში გადაზარდოს ეს ყველაფერი.

"რაც შეეხება მოწოდებას, რომ გაერთიანდნენ მის გარშემო საზოგადოებრივი ინიციატივის მქონე ჯგუფები, გახსოვთ იყო განცხადებები, რომ მას ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ საქართველოში, მივედით იქამდე, რომ არათუ საზოგადოების მხრიდან მოხდა შემოყვანა, არამედ უკანონოდ შემოიპარა და არანაირი ემპათია ხალხში არ არის ამ ადამიანის მიმართ იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს, რომ თურმე არაფერი მომხდარა და დემოკრატიის შუქურაა, ბოლოს მივედით იქამდე, რომ მხარდამჭერებსაც კი ეხვეწება, სთხოვს რომ საზოგადოებრივი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნას ჯგუფები, თუ ეს იქნება კანონის ფარგლებში, მათი გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ. მაგრამ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც დათმო საკუთარი ნებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და როცა სიმბოლოებზეა საუბარი, "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე შეურაცხყოფას აყენებს მოქმედ პრეზიდენტს და არ აღიარებს, სხვებისგან ითხოვენ დანაშაულის სიმბოლო ვინც იყო, მის ექსპრეზიდენტობას ვცეთ პატივი, თვითონ არ სცეს პატივი არაფერს და სხვისგან ნუ მოითხოვენ იმას, რასაც თავად ნიველირებას უკეთებენ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა