ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისკენ არის მიმართული

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა მისი გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისკენ არის მიმართული.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის დამფუძნებელი, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს, რისი უფლებაც მას აქვს.

„მაშინ როდესაც ხელისუფლების მხრიდან სასწორზე შეგდებული იყო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და არსებობდა არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან, არამედ პროცესების უკიდურეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაყვანის საფრთხეები, ამ დროს მომხდარი კონსოლიდაცია ერთადერთი სწორი, ბუნებრივი და ჯანსაღი პოზიცია იყო. ეს დღეები ჩემთვის და „ლელოსთვის“ პოლიტიკური ბრძოლა არ ყოფილა - ეს იყო ღირებულებითი ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის და საზოგადოებაში ჰუმანურობის ხელშესაწყობად და გადასარჩენად. რაც შეეხება პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას, ეს ყველას ჩვენ ჩვენი გვაქვს - ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ახლა ჩვენთვის პრიორიტეტულია საკითხი, თუ როგორ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რომ ვადამდელ არჩევნებს შინაარსი და დატვირთვა ჰქონდეს. ამის გზა და ფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებია - ახლა მთავარი ამოცანაა, საარჩევნო სისტემის მიღწევა, რომლის ირგვლივაც საჭიროა ფართო კონსესუსი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა