ზუგდიდსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ზუგდიდსა და თბილისში ეტლები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე, ეტლებით უზრუნველყოფილია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 220 შშმ პირი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს