2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს  დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯებს უკავშირდება.

„შემოსავლების ნაწილში გვაქვს ზრდა საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. კერძოდ, 300 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით 349 მლნ ლარია ზრდა", -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, იცვლება სესხის აღების მაჩვენებელიც 133, 9 მლნ ლარით მცირდება სესხის აღება საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოცემის ხარჯზე, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ხარჯზე, დაახლოებით, 16 მლნ ლარით ზრდაა სესხის აღების ნაწილში.

რაც შეეხება ხარჯვის ნაწილს, ჯანდაცვის სფეროს 376 მლნ ლარი ემატება, საიდანაც 356 მლნ არის უშუალოდ პანდემიისთვის, ხოლო 20მლნ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებისთვის. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, იზრდება ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით. დაგროვებითი საპენსიო პროგრამის დაფინანსება 16 მლნ-ით იზრდება.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს