„მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, ასოციაციამ რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარების ეტაპზე, მედიატორობის მსურველ პირთა პროცესში აქტიური ჩართულობა დაიწყო

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, ასოციაციამ რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარების ეტაპზე, მედიატორობის მსურველ პირთა პროცესში აქტიური ჩართულობა დაიწყო, რაც ახალი წევრების პროფესიაში შემოსვლას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადებას, „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიატორთა ერთიანი რეესტრი 2022 წლისთვის საგრძნობლად გაიზრდება.

„ასოციაცია ძალზედ მოხარულია იმ ფაქტით, რომ დღითიდღე იზრდება პროფესიისადმი მაღალი ინტერესის და სანდოობა.

ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განისაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მედიატორთა პროფესიული სტანდარტი, რომლის შემუშავებაც განხორციელდა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. აღნიშნული დებულება კი დამტკიცებულ იქნა საერთო კრების მიერ 2020 წლის 27 ივნისს. დებულების თანახმად პროფესიაში შესვლა უკავშირდება სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას.

მედიატორობის მსურველი პირი, რომელიც წარმატებით გაივლის სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად დადგენილ პირველ და მეორე საფეხურს, ეძლევა შესაძლებლობა ჩაერთოს მესამე (ბოლო) რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ - ჩვევების განვითრების ეტაპზე, რის შემდეგაც მას ეძლევა შესაძლებლობა, მიმართოს ასოციაციას მედიატორთა ერთან რეესტრში გაწევრიანების მიზნით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" წარმატებებს უსურვებს თითოეულ მედიატორობის მსურველ პირს და მიესალმება საზოგადოების ინტერესს მიიღონ ესოდენ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო სტატუსი პროფესია მედიატორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს