შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მხარდაჭერა ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან ცალყბა ხდება და დარწმუნებული ვარ, მალე გაემიჯნებიან

ეს იყო ჩვეულებრივი მოწვევა ყველას მიმართ - ყველა თვითონ წყვეტს, სურს თუ არა დაესწროს ამ სხდომას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესზე დასაკვირვებლად იყო მიწვეული, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი თქვა.

რაც შეეხება ზოგადად, მოსამართლეების შერჩევას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი სტანდარტებს აკმაყოფილებს და „ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს ისაა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ისე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს ოპოზიციას“.

„19 აპრილის შეთანხმებაზე მითითება რელევანტური აღარაა, შეთანხმება ანულირებულია როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის მხრიდან. 19 აპრილის შეთანხმება ამ კუთხით შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ. რაც შეეხება სტანდარტებს, ყველა საუკეთესო სტანდარტს აკმაყოფილებს ის კანონმდებლობა, რაც შერჩევასთან დაკავშირებით გვაქვს, მათ შორის ვენეციის კომისიის ყველა ძირეული რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ასევე, დღეს გასაუბრების დროსაც ვატყობდით, რომ პიროვნულად კანდიდატების მიმართ შესადავებელი არ აქვთ და ოპოზიცია ზოგადი ფრაზებით იწყებს საუბარს, რომ პროცესი არასწორი და გაუმართავია - პროცესი არის სრულად გამართული. ოპოზიცია კონსენსუსზე მოწოდებული არ არის. სურვილი აქვთ, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტოს, ვინ იყოს ცესკო-ს წევრი, მოსამართლე. როდესაც საუბრობენ სრულმასშტაბიან რეფორმაზე, როდესაც ჩაეკითხებით, რას გულისხმობენ, ერთადერთ საკითხი აქვთ, რომ გადაწყვეტილებას ოპოზიცია იღებდეს. თუ რამეა არადემოკრატიული, სწორედ ესაა, რომ გადაწყვეტილებას იღებდეს უმცირესობა და არა უმრავლესობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთასხვადასხვაობაა და აქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხის გამო პარტიაში განხეთქილება მოხდება.

ამასთან, კითხვაზე, რა იქნება ხელისუფლების ნაბიჯები მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გამოჯანმრთელდება, პაპუაშვილის თქმით, „ის გლდანის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადავა და მსჯავრის მოხდას გააგრძელებს“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა ფრთაა - ზოგი ვალის მოხდის მიზნით უჭერს მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ ეს მხარდაჭერა ცალყბა ხდება ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, მალე გაემიჯნებიან. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ამის საფუძველზე, დიდი ალბათობით, განხეთქილება მოხდება. ყველა, ვინც დღეს ამბობს - „თავისუფლება მიშას“, მიუხედავად იმისა, ქართველია, უცხოელი თუ რა სტატუსი აქვს, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას.

ყველაფერი არის ძალიან მარტივად - ორი წინაპირობაა, რაზეც თუ შევთანხმდებით, ყველაფერი მოწესრიგდება: ერთი ეს არის დემოკრატიის და ხალხის არჩევანის აღიარება; მეორე წინაპირობაა სამართლის აღიარება. ითქვა კიდევაც, რომ სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ