უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ონლაინ თამაშების აკრძალვას ვეთანხმები

ონლაინ თამაშების აკრძალვას ვეთანხმები, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ოქროპირიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივასა და ონლაინ კაზინოებზე რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობდა.

მისივე თქმით, ონლაინ თამაშები გარკვეულწილად უკონტროლო სფეროა.

„ვეთანხმები ამ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომ ზოგადად, აზარტული თამაშების მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ონლაინ თამაშების აკრძალვას ვეთანხმები, ვინაიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული ამ თამაშებში ან გარკვეული ასაკობრივი ზღვრის აწევა უნდა მოხდეს. ონლაინ თამაშები გარკვეულწილად უკონტროლო სფეროა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ სფეროში და გარკვეული აკრძალვაც გამართლებულად მიმაჩნია“, - განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო