მიხეილ დაუშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში, არსებულმა, ძველმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიუჯეტი, ეს ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ აზიანებს „ოცნება" ინსტიტუტებს

რამდენიმე მუნიციპალიტეტში, არსებულმა, ძველმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიუჯეტი, ეს არის ნათელი დადასტურება იმის, თუ როგორ აზიანებს „ოცნება" ინსტიტუტებს, როცა ბიუჯეტს ამტკიცებენ ძველი საკრებულოებით, რომელსაც მოქალაქეებმა ლეგიტიმაცია აღარ მისცეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია თვითმმართველობებმა მოქალაქეების საჭიროებების მიხედვით იმოქმედონ.

„როგორც მე გავიგე, ერთ - ერთი საკრებულო რუსთავის საკრებულოა, რომელმაც ბიუჯეტი დაამტკიცა. "ქართული ოცნება", რომელიც უკვე ქართული აღარ არის, ნაბიჯებს დგამს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს აერჩიათ ახალი საკრებულო, რომლის შეკრებას წინ არაფერი უდგას და საჭიროა მხოლოდ ცესკო-ს ერთი კონკრეტული სხდომის მოწვევის კომუნიკაცია. ამას შეგნებულად არ აკეთებენ და ეს არის ნათელი დადასტურება იმის, თუ როგორ აზიანებს „ოცნება" ინსტიტუტებს, როცა არსებული, ძველი საკრებულოებს, რომელსაც მოქალაქეებმა ლეგიტიმაცია აღარ მისცეს, ამტკიცებენ ბიუჯეტს", - განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, როგორც დაუშვილი ამბობს, მათ განცხადებაზე, რომლის თანახმად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ გადამწყვეტი ხმა აქვთ, საკრებულოს თავმჯდომარეს თავად წარადგენენ, „ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" კი მოადგილეების თანამდებობების დაკავებას სთავაზობენ, არც ერთი მხრიდან კომუნიკაცია არ მოჰყოლია, თუმცა, ამის მიუხედავად შეთავაზება ძალაში რჩება.

„სიმართლე გითხრათ, ორივე მხარე იმდენად ორიენტირებულია ვიწროპარტიულ ინტერესზე, რომ არც ერთი მხრიდან რაიმე პოზიტიური ნიშანი არ ჩანს, ჯერ ჯერობით ველოდებით გამოხმაურებას ორივე მხრიდან,"- განაცხადა დაუშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო