ბაჩო დოლიძე - სრულიად ახლებურ ტაქტიკას და სტრატეგიას მივმართავთ ამ რეჟიმთან ბრძოლაში

„ქართული ოცნება“ მიშას არ გაათავისუფლებს, რაც არ უნდა ვიძახოთ ყველამ ერთად - ყოველდღიურად ვართ მოლაპარაკებების რეჟიმში, რადგან სრულიად ახლებურ ტაქტიკას და სტრატეგიას მივმართავთ ამ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპი იწყება, რომელიც დარწმუნებული ვარ გამოიტანს შედეგებს, რადგან ამის გამოცდილება ერთიანი პლატფორმიდან გვაქვს. ჩატარდა აქციები და ეს არ იყო ერთი პარტიის აქცია, არამედ ზეპარტიული აქციები, სადაც ჩვენ ვითხოვდით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენას.

„ქართული ოცნება“ მიშას არ გაათავისუფლებს, ეს გამორიცხულია, რაც არ უნდა ვიძახოთ ყველამ ერთად. ბატონი სააკაშვილის პოზიციაც ეს არის, ჩვენ თუ არ დავდეთ რიგგარეშე არჩევნები, მას არ მიეცემა საშუალება, რომ თავის თავი დაიცვას იმ სივრცეში.

ისევ მშვიდობიანად, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, ახლაც კი ყოველდღიურად ვართ მოლაპარაკებების რეჟიმში, რადგან სრულიად ახლებურ ტაქტიკას და სტრატეგიას მივმართავთ ამ რეჟიმთან ბრძოლაში. რამდენიმე დღეში უკვე ღიად გვექნება ამაზე ოფიციალური ბრიფინგი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი