„ჯივიპი“ 26 ნოემბერს, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

26 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 ნოემბერს, საღამოს 21:00 სთ-დან 27 ნოემბრის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება, კერძოდ:

„ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, დადიანის, ჟღენტის და თამარაშვილის ქუჩების ნაწილს; მესხის, ჩხიკვაძის, ქებურიას, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ურიდიას, უიარაღოს, კეკელიძის, ნოსტეს, კაჭრეთის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის, კოდალოს, კისისხევის, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს