ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის.

მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამ ეტაპზე არარეალიზებადია.

„ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფში შესვლა არ არის, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ და ეს არის ის, რომ შევჯერდეთ საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც იზიარებს მიდგომას, რომ აუცილებელია უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა, რბილ ძალასთან დაპირისპირება, ეკონომიკის სტიმულირება, მართლმსაჯულების დეპოლარიზაცია, ამის ირგვლივ შევჯერდეთ და ამ დღის წესრიგზე გავაკეთოთ აქცენტი. ის, რაც დღეს სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ის მოითხოვს დასწრების უფლებას სასამართლო სხდომებზე, მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, ამას მხარს უჭერენ ჩვენი ევროპელი მეგობრებიც, უნდა მიეცეს მას საშუალება, თავისი არგუმენტები წარმოადგინოს სასამართლოზე, ეს აუცილებელია, ხოლო ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს.

ეს არის ინიციატივა ბატონი სააკაშვილის, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ამ წუთას არარეალიზებადიც არის, ახლა დღის წესრიგში უნდა იყოს, რომ მიეცეს მას საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესს, ეს კარლ ჰარცელმაც აღნიშნა, რომ ესაა სწორედ ევროპული მოთხოვნაც, უნდა ესწრებოდეს სასამართლო პროცესს და უნდა ჰქონდეს არგუმენტების მოყვანის საშუალება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ექნება ამოცანა, ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტები არის ის, რაც მოგახსენეთ, დღის წესრიგი, რომელიც იქნება პოზიტიური, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას, კონსოლიდაციას ეროვნულ დონეზე”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ 29 ნოემბერს სასამართლოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე წარმოდგენილი არ იქნება.

„ბატონი სააკაშვილი არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, „ლელო" არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით და ჩვენი გეგმით, ამ გეგმაში სასამართლოს წინ შეკრება არ არის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ იმედი აქვს უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა