UNFPA შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გამართავს

26 ნოემბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ვიკა ბუკიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „უხილავები“ პრემიერა და დისკუსია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას UNFPA ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, და ფილმის ავტორი, ვიკა ბუკია.

„დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი, მაკა ფერაძე, სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა თემის წარმომადგენლები.

ფილმი „უხილავები“ შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს, ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა