პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პროცესი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა, რადგან 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრის ჩატარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა