საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს 57-ე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ზეთისხილის კულტურის გაშენების მხარდაჭერა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მას, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, საქართველოში უკვე 1000 ჰა-მდე ფართობზეა ზეთისხილის პლანტაციები გაშენებული. ჩვენი გეგმაა, უახლოეს მომავალში, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ფართობი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ, აღნიშნული დარგი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გავხადოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.

„მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ვაჭრობის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი და როგორ უნდა გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა.

„ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.

საქართველოსთვის აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის დარგის მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა