მიხეილ სარჯველაძე - გვესმის კრიტიკა, რომ სასამართლოში სიღმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს, მაგრამ კითხვაზე: რა არის ეს რეფორმა, ვიღებთ ახსნას, რომ რეფორმა უნდა იყოს სიღრმისეული - სჯობს, მეტად სიღრმისეული იყოს მათი განცხადებები

გვესმის კრიტიკა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს, ვიდრე სიღმისეული რეფორმა არ განხორციელდება, მაგრამ კითხვაზე: რა არის ეს რეფორმა, ვიღებთ ერთადერთ ახსნას, რომ რეფორმა უნდა იყოს სიღრმისეული. ამის ნაცვლად უმჯობესია, მეტად საგნობრივი და მართლაც სიღრმისეული იყოს ეს განცხადებები, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე.

მისი თქმით, პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, ღია და ტრანსფარენტულია.

„საკითხის ირგვლივ ბევრი განსხვავებული პოზიცია მოვისმინეთ, ამის მიუხედავად ალბათ, შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება, როცა არ ერთვებიან პროცესებში ან ზოგიერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც რეკომენდებულია, რომ მონაწილეობდეს და არ მონაწილეობს, არ არის კარგი მოცემულობა, რადგან ვნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს. რაც შეეხება თავად პროცესს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტება სჭირდება. რაც შეეხება პროცესის ტრანაფარენტულობას, ამ თვალსაზრისით, არამცთუ უნაკლო პროცესია, რაც მიმდინარეობს, არამედ ამით გამორჩეულია საქართველოს სისტემა, როგორც ერთ-ერთი ტრანსფარენტული და ღია, ამ პროცესში მონაწილეობის არმიღება ზოგიერთი აქტორის მხრიდან გამართლებული არაა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა