გენადი არველაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მარიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ინვესტიციების მოზიდვის, სამოქალაქო ავიაციის, სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით.

გენადი არველაძის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის რიგით მეორე სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას“ , - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს