მარინა კალიურანდი - მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩემი ნათქვამი წინადადება კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

უკანასკნელმა არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილის საშინაო პოლიტიკაში გავლენის შესახებ კითხვას საუკეთესოდ გასცა პასუხი - ჩემი ნათქვამი წინადადება კი თითქოს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაკარგა ძალაუფლება, რადგან მისი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე არჩევნების შემდეგ ხალხი არ გამოვიდა, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ძალაუფლების დაკარგვაზე მისსავე გამოთქმულ მოსაზრებას შეეხებოდა, სადაც ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოში დაკარგა ძალაუფლება, რადგან მისი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე არჩევნების შემდეგ ხალხი არ გამოვიდა.

მისივე თქმით, აგებს თუ იგებს სააკაშვილი, სასაუბრო არაა, საქართველო წინ უნდა წავიდეს და დაიწყოს მუშაობა როგორც ნორმალურმა დემოკრატიამ.

„წინადადება, რომლის ციტირებაც მოახდინეთ, კონტექსტიდანაა ამოღებული. მე ვთქვი ეს იმ კონტექსტში, რომ არჩევნების შემდეგ ქუჩაში არანაირი პროვოკაცია არ იყო, ადამიანები არ გამოვიდნენ „საჩხუბრად“ და არ გამოვიდნენ რაიმე სახის პროვოკაციებისთვის რუსთაველის გამზირზე და ამით მოხარული ვიყავი. ეს იყო ჩემი სიტყვების კონტექსტი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გავლენას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, ვფიქრობ, უკანასკნელმა არჩევნებმა ამ კითხვას საუკეთესოდ გასცა პასუხი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მხარდაჭერა მოიპოვა მისმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, აგებს თუ იგებს სააკაშვილი. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ საქართველო წინ უნდა წავიდეს და უნდა დაიწყოს მუშაობა, როგორც ნორმალურმა დემოკრატიამ, ნორმალურად ფუნქციონირებადი პარლამენტით და ყველა რეფორმით, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ სასამართლო რეფორმა, რასაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მაგრამ, რაც შეეხება, სააკაშვილის პოლიტიკურ ძალაუფლებას, ამას საქართველოს მოსახლეობა განსაზღვრავს. როდესაც მე ვახსენე „ჩხუბი“ აქ არ მიგულისხმია იარაღი და ძალადობა", - განაცხადა კალიურანდმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა