მარინა კალიურანდი - ციტატებს, რომელთა სამიზნეები ჩემი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა, არ ვეთანხმები - მე არასდროს მივცემდი თავს მსგავსი რამის თქმის უფლებას მათზე, ვის აზრებსაც არ ვიზიარებ

ზოგადად ვიტყვი, ციტატებს, რომელთა სამიზნეები არიან ევროპარლამენტის სხვა წევრები, მე არ ვეთანხმები. ასევე, არ ვეთანხმები ყველა პოზიციას, რომელსაც გამოხატავენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში,- ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც დასავლელი პარტნიორების მისამართით მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას შეეხებოდა, მათ შორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები“.

მისივე თქმით, არ ეთანხმება და არ მიიჩნევს, რომ სწორია ის განცხადებები, რომელთა სამიზნე მისი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა.

„კონკრეტულ ციტატებზე განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ციტატებს, რომელთა სამიზნეები არიან ევროპარლამენტის სხვა წევრები, მე არ ვეთანხმები. ასევე, არ ვეთანხმები ყველა პოზიციას, რომელსაც გამოხატავენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში - ჩვენ მოვდივართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მოვდივართ სხვადასხვა ქვეყნიდან, გვაქვს განსხვავებული კულტურა და ისტორია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტის წევრები, არჩეულები ვართ ევროპელი ხალხის მიერ და ვიმსახურებთ ღირსეულ მიდგომას. ასე რომ, ეს ჩემთვის უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის საკითხია, აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და არ მივიჩნევ, რომ სწორია ის განცხადებები, რომელთა სამიზნე ჩემი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა, ეს სწორი არ არის ჩემი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე და ჩემი პოლიტიკური გაგებიდან გამომდინარე. მე არასდროს მივცემდი თავს რაიმე მსგავსის თქმის უფლებას იმათზე, ვის აზრებსაც არ ვიზიარებ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც პოლიტიკური ღირსების გაგება და, რა თქმა უნდა, ველი პატივისცემას ევროპარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მიერ არიან არჩეულები,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“