ლევან იოსელიანი - ერთია, რა ულტიმატუმს აყენებს სააკაშვილი და მეორეა - რა პასუხს სცემს მას "ოცნება", იმდენად გაერთო ეს ორი ძალა დაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება

ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე - რა პასუხს სცემს მას "ქართული ოცნება", იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები რჩება ყურადღების მიღმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მედიკამენტებს აღარ მიიღებს. რაც შეეხება სააკაშვილის დაანონსებულ საინიციატივო ჯგუფს, იოსელიანი მიიჩნევს, რომ ასეთი ჯგუფი არ შეიქმნება.

"მე რამდენადაც ვნახე, არც ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან დეპუტატებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ და თუ ასე გაგრძელდება, მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი მალე შეიქმნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა