სარფში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ოქროს ნაკეთობების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 24 493,54 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთის მოქალაქე გ.ს. სანქციის სახით, 5954 ლარით დაჯარიმდა.

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 203.09 გრამი) გამოვლინდა.

ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 24 493,54 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთის მოქალაქე გ.ს. სანქციის სახით, 5954 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, სამართალდამრღვევი საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების რ.გ.-სა და ა.ს.-ს მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს