ფრიდონ ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატთან კონსულტაციის შემდეგ გენერალურ პროკურორს მიმართა

ვსარგებლობ შემთხვევით, მივიღე კვალიფიციური კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, ნინო სანდოძისგან და ვთხოვ გენერალურ პროკურორ შოთაძეს, თუ არ არის აღძრული საქმე იმ პირების მიმართ, რომლებიც აკეთებდნენ მოწოდებებს სოციალურ ქსელში, რომელიც შეიცავს საბოტაჟს, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის პარალიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ვიდრე გენერალურ პროკურორს მიმართავდა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რამდენიმე კონტექსტში დაუსვა კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს, არის თუ არა დანაშაული, როდესაც მოწოდებაა, რომ სასამართლოს შენობაში არ შეუშვან მოსამართლე, ან პაციენტმა, რომელსაც სჭირდება დახმარება, ვერ შეძლოს სამედიცინო დახმარების მიღება.

„ვსარგებლობ შემთხვევით, მივიღე კვალიფიციური კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, ქალბატონი ნინო სანდოძისგან და ვთხოვ გენერალურ პროკურორს, ბატონ შოთაძეს, თუ არ არის აღძრული საქმე იმ პირების მიმართ, რომლებიც აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, დაიწყოს გამოძიება და ჩემი ეს განცხადება ჩათვალეთ ოფიციალურად. „ევროპელი სოციალისტების“ აპარატს ვთხოვ ეს შესაბამისად გაფორმდეს დღევანდელი დღიდან, როგორც მოთხოვნა და დაიწყოს გამოძიება. ვამბობ მოწოდებებზე სოციალურ ქსელში, რომელიც შეიცავს საბოტაჟს, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის პარალიზებას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლით. ეს არის საკითხები, რომელიც ილახება“, - განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას კითხვებზე ნინო სანდოძის პასუხი იყო, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე მას დადებით ან უარყოფით პასუხს ვერ გასცემდა. ამასთან, სანდოძემ განაცხადა, რომ „ძალადობრივი ქმედების მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ნამდვილად დანაშაულია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა