ორგანიზაციები „მრავალეროვანი საქართველო“ და „ჯენერეიშნ აი“ დიმიტრი ხუნდაძეს, ეკატერინე ტიკარაძეს და ამირან გამყრელიძეს მიმართავენ

ორგანიზაციები - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და „ჯენერეიშნ აი“ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიმართავენ.

„მრავალეროვანი საქართველოსა“ და „ჯენერეიშნ აი“-ს ინფორმაციით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ენობრივი ბარიერია.

„სახელდობრ, მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ამ დროისთვის ვერ, ან არ საუბრობს სახელმწიფო ენაზე, შეუძლებელია დარეგისტრირდეს ვაქცინაციის საიტზე, სადაც ინსტრუქციები და ფუნქციები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა.

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრთხეებიდან გამომდინარე, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია რელევანტურმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უზრუნველჰყონ ვებ-გვერდისათვის https://booking.moh.gov.ge/ ინსტრუქციის ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენებზე დამატება. ასევე, საჭიროა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კიდევ უფრო გააქტიურდეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, მათთვის გასაგებ ენებზე.

„მრავალეროვანი საქართველო“ და „ჯენერეიშნ აი“ სრულ მზადყოფნას გამოხატავენ, ხელი შეუწყონ, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ როგორც ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში, ისე ვებ-გვერდთან დაკავშირებულ სამუშაოებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო