ანა წითლიძე - „მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და თითი მომატეხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.

„მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, ამ დრომდე ხმაურია. პოლიციამ ცოტა ხნის წინა ადგილზე ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დააკავა. ისინი შენობის გარეთ წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პარალელურად შენობის შიგნით ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციამ გამოიყვანა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათი თქმით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ.

პოლიცია მობილიზებულია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შიგნით და გარეთ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება