ნინო სანდოძე - ჩვენ ვიხილეთ და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, როდესაც მოსამართლეებზე გადის კლიპი „კლავს“

როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“, ეს რომ გაგრძელდეს, 4 წლის შემდეგ ბავშვს ეცოდინება, რომ ზოგადად, მოსამართლე კლავს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც ტელეეთერში გასულ ვიდეორგოლს „მოსამართლე კლავს“ გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიხილეთ და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე „კლავს“. თქვენ თუ დაინტერესდებით ადვოკატების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით სოციალურ ქსელში, როგორ მოიხსენიებენ ამ მოსამართლეებს, რომ მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება, რომ მათთან სამართალი ნახეს. საქმე იმ სამ მოსამართლეს ეხება. როდის გახდა ეს სამი მოსამართლე აქტუალური? - ფაქტობრივად, მანამდე მათი გვარები საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, მხარეებისთვის რა თქმა უნდა, კი. ეს რომ გაგრძელდეს, რამდენიმე წელი ეს მოცემულობა „მოსამართლე კლავს“ კიდევ რომ იყოს, ბავშვი, რომელიც ათი წლისაა და 4 წლის შემდეგ იქნება 14 წლის, დამერწმუნეთ, ეცოდინება, რომ, ზოგადად, მოსამართლე კლავს“, - განაცხადა ნინო სანდოძემ. ცნობისთვის, სატელევიზო ეთერში გადის ვიდეორგოლი. ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი სამი მოსამართლე ჩანს, მათ მიმართ კი გამოყენებულია სიტყვა „კლავს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს