მიხეილ დაუშვილი - ​მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე

მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებამ" ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

"ოცნებამ" უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი მაგალითად რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში, ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა "ოცნებას" ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, რომ ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის "ოცნების" ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით „ ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

„ოცნება“ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რა თქმა უნდა, ბერკეტად იყენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ფორმალური პროცედურების გამოყენებით გააჭიანურა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის პროცესი. „ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების ნაცვლად, საკუთარ სურვილებს მოარგოს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო