გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარედ და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკალმახისა და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

„ლაგოდეხში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული ალვისა და 2 ერთეული ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი, ასევე 0,1 კუბური მეტრი ალვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

ყვარელში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია: 1 ერთეული ალვის სახეობის მორი, 3 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე (კოტრი), 1,43 კუბური მეტრი წიფლის სახეობისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს