ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის გამარჯვება გადაამტვრიოს და  არჩევნების შედეგებს დაუპირისპიროს შიშველი და თავხედური ძალა

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ პარტიული ინტერესებისთვის, იარაღად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია და ოპოზიციის გამარჯვება ამ მუნიციპალიტეტებში გადაამტვრიოს და ძალის გამოყენებით გააუქმოს დემოკრატიული პრინციპები, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო და სამარცხვინო პროცესი.

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ უპრეცედენტო, სრულიად თავხედურ და ძალადობრივ თავდასხმას თვითმმართველობის იდეაზე და დემოკრატიაზე, რომელიც მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ პარტიული ინტერესებისთვის იარაღად იყენებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია და ოპოზიციის გამარჯვება ამ მუნიციპალიტეტებში გადაამტვრიოს და ძალის გამოყენებით გააუქმოს დემოკრატიული პრინციპები. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ეს სხვა არაფერია თუ არა ლუსტრირება იმისა, რომ ქვეყანას სახელმწიფო უწყებები კი არ მართავენ, მართავს ერთი კონკრეტული პარტია თავის ხუშტურებზე და ახირებებზე დაფუძნებით. ეს არის უპრეცედენტო, არასდროს ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ბიუჯეტები ყოველთვის დეკემბერში მტკიცდებოდა, მტკიცდებოდა ახალი საკრებულოების მიერ, მაგრამ ახლა ვინაიდან პოლიტიკური ვითარება არის შეცვლილი და ოპოზიციას აქვს მკაფიო და მტკიცე პოზიციები ბათუმსა და ზუგდიდში, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ არჩევნების ამ შედეგებს დაუპირისპიროს შიშველი და თავხედური ძალა. ერთი მხრივ, მან გამოიყენა ცესკო, რომელმაც მიიღო და მორჩილად და ურცხვად აღასრულა ეს დაველება, განზრახ არ ნიშნავს სხდომებს დროულად, მეორე მხრივ, ვხედავთ უკვე კარგად გამოცდილ პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებას იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები შეაფერხონ და ძალით გაიტანონ და მიიყვანონ ეს პროცესი ბოლომდე. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი თვითმმართველობის იდეაზე, არის სრული ფიქცია, რადგან თვითმმართველობის კოდექსს, შინაარს, სულისკვეთებას რაიმე ფორმით და ხარისხით ისინი არ ითვალისწინებენ,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასების, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა