ნიკა მელია - ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა შედეგის მომტანი იქნება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან. მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში ან ნახევარ საათში, 20 წუთში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს. დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ 5 წუთში დაეცეს, მაგრამ რასაც ვაკვირდები და ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა. ამ რეჟიმის დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანაა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ მართვის სადავეები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს განვითარება დავიწყოთ ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, სამაგიეროდ, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. მე არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ და არც თარიღს, რასაც ვამბობდი, იგივეს ვამბობ - ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,-განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა იცის, რომ ბათუმში ჩასვლამდე საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა უსაფუძლოდ გააჩერეს.

„გზაში, ქობულეთში მთელი 40 წუთის განმავლობაში გამაჩერეს პატრულის თანამშრომლებმა, რატომ არ ვიცი, ალბათ, ეგონათ, რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდი ბათუმში, მით უკეთესი იყო მათი გეგმების განხორციელებისთვის?! მადლობა აქ მყოფ ჩვენს ყველა მეგობარს, რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. არარსებული საკრებულო ამტკიცებს თვითმართველობის მომდევნო წლის ბიუჯეტს“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავდნენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს