ბექა ბასილაია - დეპუტატებს აქვთ კანონიერი უფლება, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს - ამას არ აკეთებს ხელისუფლება, რაც ნიშნავს, რომ ის არის პოლიტიკურ იზოლაციაში

ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ, აბრაკადაბრა შექმნან, თითქოს, ვერ გაერკვნენ, როგორ უნდა მოხდეს გორის ჰოსპიტალში დეპუტატების შეშვება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის ჰოსპიტალთან განაცხადა.

ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურ იზოლაციაში.

„მე-12 დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, ასევე ნებისმიერ სხვა ვითარებაში, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან ან სხვა ნებისმიერ პატიმართან ეძლევათ საშუალება, რომ მოინახულონ. რას ვხედავთ დღეს - დღეს ვხედავთ, რომ გორის ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ ახვედრებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს და ამაზე პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ აბრაკადაბრა შექმნან, თითქოს, ვერ გაერკვნენ, როგორ უნდა მოხდეს გორის ჰოსპიტალში დეპუტატების შეშვება. სინამდვილეში კი საკითხი დგას ძალიან მარტივად - დეპუტატებს აქვთ სრული კანონიერი უფლება, მოთხოვნის შემთხვევაში შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. ამას რომ არ აკეთებს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურ იზოლაციაში. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი ამოიწურება იმგვარად, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ არ დამძიმდეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა