გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ მიზანია ჩავრთოთ საზოგადოების პასიური ნაწილი პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში

„ევროპული საქართველოს“ მიზანია ჩავრთოთ საზოგადოების პასიური ნაწილი პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში, რადგან დიდი უპირატესობის გარეშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას „რეჟიმის შეცვლა სურს“.

„ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, რა დაგვიდასტურა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებმა - დაგვიდასტურა ის, რაც პრინციპში აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა ყველას თავიდან უნდა ვუთხრათ, რომ ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, უბრალოდ უმრავლესობის მოპოვება საკმარისი არ არის. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს ამ რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ეს რეჟიმი ისეთი რომ იყოს, რომელსაც უბრალო უმრავლესობით უგებ, ის აღარ იქნებოდა ავტორიტარული. მის დამარცხებას სჭირდება ბევრად მეტი, დომინაციის მოპოვება საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით. ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ ეს ვერ შევძელით, რის გამოც ბედავს ივანიშვილის რეჟიმი ამდენ. "ევროპული საქართველოს" ხედვა არის ის, რომ ყველა აქტიური სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფის ფოკუსი მიმართული უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობის და შრის გაფართოებაზე, რომლებიც ჩართული იქნებიან პოლიტიკურ, საარჩევნო და მერე თუ საჭირო იქნება საპროტესტო პროცესში. ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე 200 000-ით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა. ვიდრე ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის ნიშანი იმისა, რაც ვერ შეძლო მთლიანად საპროტესტო საზოგადოებამ. სწორედ ეს უნდა დავისახოთ მიზნად თუ გვსურს მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველა დღე, რომლითაც შემცირდება ივანიშვილის მმართველობა, არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა დავთქვათ ვადები, როდის დამთავრდება ეს რეჟიმი, რადგან ვერშესრულების პირობებში ეს თესავს ნიჰილიზმს საზოგადოებაში. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, არ შეიძლება ერთი მხრივ, ამბობდე, რომ არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, რაც მცდარი გზავნილია და უიმედობას ნერგავს, მეორე მხრივ, პარლამენტის რუტინულ პროცესში ვიყოთ ჩართული, რომელიც ქმნის ვითომ დემოკრატიის სიმულაციას ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელთა მხარდაჭერა საკვანძო მნიშვნელობის იქნება ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამაზეა კონცენტრირებული ჩვენი ხედვა, რომელსაც დღეს ვავრცელებთ. იმედი გვაქვს ამ ხედვას გაიზიარებენ ჩვენი პარტნიორები ოპოზიციიდან, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია ეს ხედვა მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩართული საარჩევნო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქტივობებში, ამ ყველაფრის გარეშე ამ რეჟიმის დამარცხება იქნება რთული თუ არა შეუძლებელი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს