ნინო სანდოძის განცხადებით, ის შესაბამის რეაგირებას მოახდენდა, თუ მასთან პროცესზე ადვოკატი შევიდოდა მაისურით, რომელსაც ეწერება „კლანი“ უნდა წავიდეს!“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო სანდოძის განცხადებით, ის შესაბამის რეაგირებას მოახდენდა, თუ მასთან პროცესზე ადვოკატი შევიდოდა მაისურით, რომელსაც ეწერება „კლანი“ უნდა წავიდეს!“

ამის შესახებ სანდოძემ „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წარმომადგენლის, კახა წიქარიშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„თქვენთან რომ პროცესზე ადვოკატი შემოვიდეს და მაისურზე ეწეროს „კლანი უნდა წავიდეს!“ პროცესზე თუ შემოუშვებთ?“ - ჰკითხა სანდოძეს წიქარიშვილმა.

„არა მგონია, მხოლოდ ეგ წარწერა გახდეს სხდომიდან გაძევების საფუძველი, თუ რაიმე სხვა განმარტება არ გააკეთა... ადვოკატთან დაკავშირებით, ვფიქრობ სხვა რეაქცია მექნება, ვიდრე დამსწრესთან დაკავშირებით. გავმიჯნავ ამ ორ გარემოებას. ვინაიდან, თუ ადვოკატი მოდის და რაღაცნაირად გავლენას ახდენს მოსამართლეზე, ამას იცით რას შევადარებ? - დასავლეთ საქართველოდან რომ მოდიან ხოლმე სხდომაზე ადამიანები, რომლებსაც გარდაცვლილის დიდი სურათი უკავიათ ხელში. გარკვეულწილად ეს ჰგავს ზეგავლენის მოხდენას მხარისგან. რაც შეეხება დამსწრეს, ალბათ, დამსწრეს არ გავაძევებდი“, - განაცხადა სანდოძემ, რომელსაც წიქარიშვილმა დასაზუსტებლად ჰკითხა: „თუ ამბობთ, რომ სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს, ეს წარწერა რატომ არის თქვენთვის პრობლემური?“, რაზეც სანდოძემ უპასუხა: „პრობლემაა ის, როდესაც არასწორი ინფორმაცია მკვიდრდება საზოგადოებაში“.

„4 წელი რომ გაგრძელდეს ის სარეკლამო კამპანია, რომელიც მოსამართლეებზე ახლა მიმდინარეობს, 4 წლის მერე სრულწლოვანს რომ ჰკითხოთ, ყველა ჩათვლის, რომ „მოსამართლე კლავს“. ეს არის ამ პიარკამპანიის შედეგი, ჩემი აზრით. ამდენი ხანია ისმის ეს განმარტება [„კლანი“ უნდა წავიდეს!“], თუმცა, არ გვესმის არანაირი დასაბუთება“, - განაცხადა სანდოძემ წიქარიშვილის კითხვის პასუხად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა