გიგა ბოკერია - საბაბს პოულობენ, თუ როგორ შეზღუდონ პოლიტიკური სიტყვა, სრული აბსურდია საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდების დაყოფა

საბაბს პოულობენ, თუ როგორ შეზღუდონ პოლიტიკური სიტყვა, სრული აბსურდია საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდების დაყოფა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარეგულირებლის მხრიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დაჯარიმებას.

მისი თქმით, ამგვარად დაყოფა არის საბაბი იმისა, რომ მაღალი სანქციები დაედოს ტელეკომპანიას.„ეს არის ის გზა, სადაც ივანიშვილის რეჟიმის საცეცი დადგა, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც მკაფიოდ ზღუდავს ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტისგან პოლიტიკური შინაარსით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. საბაბს პოულობენ, თუ როგორ შეზღუდონ პოლიტიკური სიტყვა.

სრული აბსურდია საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდების დაყოფა, იმიტომ, რომ პოლიტიკური კამპანია და პოლიტიკური თავისუფლება ყველა პერიოდზე უნდა ვრცელდებოდეს. მაშინ, როცა ეს მარეგულირებელი ორგანო, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ორგანოებს, მათ შორის, „იმედს“ რეალურად არ აჯარიმებს კანონის უხეში დარღვევისთვის, არა შინაარსისთვის, კანონის უგულებელყოფისთვის, საპროტესტო მედიას საბაბს უძებნის, რომ მაღალი სანქციები დაადოს. აბსოლუტურად ნათელია თუ რა არის მათი ამოცანა და არ არის გასაკვირი სამწუხაროდ“, - განაცხადა ბოკერიამ.შეგახსენებთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დაჯარიმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო