ლევან დავითაშვილი - სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება

სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დავითაშვილი განმარტავს, საქართველოში ბოლო თვეში 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა.

„სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების მონიტორინგს. ჩვენ ქვეყანაში მუდმივად გვაქვს 2 თვეზე მეტი ხორბლის მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია. საქართველოში ბოლო თვეში 30 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. სასურსათო მარაგების კუთხით საფრთხის პრობლემა არ არის",- აღნიშნავს დავითაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს