ბადრი ჯაფარიძე - თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისკენ გადადგმული "ქართული ოცნების" მხრიდან,- ამის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, როცა საკრებულოების ძველი შემადგენლობით ცდილობს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცებას და მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.

"რადგან იქ რაც ხდება ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. შესაბამისად, ის, რაც ახლა ძველმა საკრებულომ გააკეთა, არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ვითარების დაძაბვას ემსახურება. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი და ჩვენ გვესმოდა "ქართული ოცნების" მხრიდან განცხადებები, რომ თქვენ ნახავთ, როგორ კონსტრუქციულად მოვიქცევით, როცა ვიქნებით უმცირესობაში და ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ახლა უმცირესობაში და ყველანაირი ხრიკებით ცდილობენ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა