27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ პარა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირია.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, თბილისის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 75 ქვეყანა, 800 პარასპორტსმენი, 30 დელეგაცია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების და საერთაშორისო მსაჯების შემადგენლობით.
„ჩემპიონატი ჩატარდება კოვიდ რეგულაციების და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ყველა მითითების დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.