საპენსიო სქემაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 1 222 000-ს შეადგენს - 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი სქემიდან 1007-მდე დასაქმებული გავიდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით 1007-მდე დასაქმებულმა ისარგებლა.

როგორც მან პარლამენტში სააგენტოს 6 თვის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საპენსიო სქემიდან გასულთაგან 158 ნებაყოფლობით დაბრუნდა სქემაში.

„1-ელი იანვრიდან 30 ივნისს ჩათვლით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, ჯამში, დაგვემატა 5809 დამსაქმებელი და 60 143 ახალი დასაქმებული, რომლების სქემაში გაწევრიანდნენ. შედეგად, 30 ივნისის მდგომარეობით, 1 166 737 ადამიანია სქემის მონაწილეების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური ფლობელობის ანგარიშები 10 კომერციულ ბანკში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში. ნომინალური ფლობელობის ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, სააგარიშო პერიოდში, დარიცხული ნომინალური განაკვეთი იყო 8-დან 9.65%-მდე და აღნიშნულ პერიდოში ჯამში დარიცხული სარგებელი შეადგენს 18 243 117 ლარს.

ამასთან, 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 1007-მდე დასაქმებულმა ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. მათგან 158 ნებაყოფლობით დაბრუნდა სქემაში. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ 423 განცხადება. მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილებულდა 281 განცხადება და ჯამში, ჩვენ მიერ გაცემულმა პენსიამ ამ 6 თვის განმავლობაში 546 851 ლარი შეადგინა,“- განაცხადა გიორგი დანელიამ.

როგორც დანელიამ აღნიშნა, 2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 1 222 000 მონაწილეს შეადგენს.

„საპენსიო აქტივების მოცულობამ კი 1.89 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 247 მილიონი ლარია. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 11 000 პირს შეადგენს,“- აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა