27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.

„გადაადგილება თავისუფალი იქნება კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა