კომუნიკაციების კომისიის შენობასთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს

კომუნიკაციების კომისიის შენობასთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს.ისინი მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" 111 903 ლარით დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებდნენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებდნენ.

"ყოველთვის გამოვალთ ქუჩაში და გამოვიყენებთ ყველა გზას იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი გავავრცელოთ. მმართველმა პარტიამ მარეგულირებელი კომისიის სადამსჯელო რაზმის ხელით დაასანქცირა "მთავარი არხი" 112 ათასი ლარით და ეს უპრეცედენტო ჯარიმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "ქართული ოცნება" დგამს ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს რუსეთს, შეგვეცვალოს ჩვენი პროდასავლური კურსი და ეს არის ნაბიჯი რუსული ავტორიტარიზმისკენ, ამიტომ ვართ დღეს აქ", - განაცხადა "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ბექაური და მოხდეს ჯარიმის გაუქმება.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქციაზე შემდეგი შინაარსის პლაკატებით გამოჩნდნენ: "არავის არ გვინდა თქვენთან კომუნიკაცია", "თავისუფალი სიტყვის მარეგულირებელი კომისია".

კომუნიკაციების კომისიასთან აქციის დასრულების შემდეგ მოძრაობის წევრები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ გაემართნენ. მსვლელობა საბოლოოდ მეტროსადგურ "300 არაგველთან" დასრულდა.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 17 და 18 ნოემბერს, არაწინასაარჩევნო პერიოდში 3 პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა.

ერთ-ერთი ვიდეორგოლი, რომელიც "მთავარმა არხმა" ეთერში გაუშვა მოძრაობა "სირცხვილიას" ეკუთვნის და მასში "ქართული ოცნების" დეპუტატების სახეები ვლადიმერ პუტინის სახედ გარდაიქმნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს