ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ყურადღებას არაღიარების პოლიტიკასა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გავამახვილებთ

საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ყურადღებას არაღიარების პოლიტიკასა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გავამახვილებთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ასამბლეის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გამახვილდება.

„საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა წელიწადში ორჯერ ტარდება. ამ ღონისძიებებს ვიყენებთ, ძირითადად, იმ ქვეყნებთან შესახვედრად, რომლებთანაც შეზღუდული კავშირები გვაქვს. ეს არის, აზიის და აფრიკის სახელმწიფოები. ამ რეგიონის ქვეყნებთან ოცამდე შეხვედრა გვექნება და საუბრის მთავარი თემა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკის გატარება, ჩვენი პრობლემატიკის მათთვის გაცნობა. რიგ ქვეყნებთან, ასევე, სავაჭრო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, მათ შორის, თავისუფალ ვაჭრობაზე, ასევე, არაბული ქვეყნებიდან ტურისტების უფრო დიდი ნაკადების შემოსვლაზეც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს