დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით” მოსმენა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით” თემატური მოკვლევის მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტმა “განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით" თემატური მოკვლევა დაიწყო საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული პრობლემების შესწავლის, გამოვლენისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო-ანალიტიკურ კომპანიებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ენერგოკომპანიებს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს.

დღეს გამართულ მოსმენაზე დაინტერესებულმა მხარეებმა მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს და მიმოიხილეს მონაწილე მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებები.

მოსმენის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განახლებადი ენერგიის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.

„ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის. მეორე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია. ამიტომ გვაქვს ბევრი სხვადასხვა აქტივობა, ვქმნით შესაძლებლობებს და პლატფრომებს, რომ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიხსნას დისკუსიები, ჩვენი კომიტეტი მაქსიმალურად ჩავერთოთ და გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირებები", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, თემატური მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო